logo
ENG



გახარია: ქვეყნისთვის პრიორიტეტია ჯანსაღი, სამართლიანი და უკიდურესად გამჭვირვალე არჩევნები

27 მაი 202019:12
3 წუთის საკითხავი
 

პარლამეტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტი ჯანსაღი, სამართლიანი და უკიდურესად გამჭვირვალე არჩევნებია. მისივე განცხადებით, ამისთვის აუცილებელია, რომ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელდეს.

გახარია ამბობს, რომ ქართული ოცნება ამ ცვლილებების განხორციელების პროცესში უკან არ დაიხევს.

„გაურკვეველი, არაფრისმომტანი, უსიამოვნო მომენტები გვერდზე უნდა გადავდოთ, მაგრამ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, დღეს ქვეყნისთვის პრიორიტეტია ჯანსაღი, სამართლიანი და უკიდურესად გამჭვირვალე არჩევნები. ამისთვის ის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, რომლებიც მისაღებია, უნდა მივიღოთ საკანონმდებლო ცვლილებები.

ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობენ თუ არა, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რომელსაც არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და სულ მალე ეს ყველაფერი გამოჩნდება და დალაგდება. შეგრძნებაც არ მაქვს იმის, რომ აღმასრულებელი გუნდი უკან დაიხევს იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მას არებული აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

 


close დახურვა